მსოფლიო / ეკონომიკა / ტექნოლოგიები
Amazon-მა ნიდერლანდებში $1.6 მილიარდის ინვესტირება გადაწყვიტა
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Amazon-მა ნიდერლანდებში 1.6 მილიარდი დოლარის ინვესტირება გადაწყვიტა.
კომპანიის განცხადებით, ამ ინვესტიციის მიზანი ევროპის ბაზარზე AI-სერვისების განვითარება და ადგილობრივი მეწარმეებისათვის ახალი შესაძლებლობების მიცემაა.
ექსპერტების შეფასებით, ნიდერლანდებში ინვესტირებით Amazon-ს მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ბელგიის და დანიის ბაზრების მეტად ათვისებაც სურს, სადაც განსაკუთრებით მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე მოსახლეობა ცხოვრობს.
ინვესტიციის დაანონსების სიახლე ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს და Amazon-ის აქციების შეფასება დამატებით 1.5%-ით გაიზარდა. ამჟამად კომპანიის კაპიტალიზაცია 2.4 ტრილიონ დოლარს აღწევს და ამ მაჩვენებლით ის რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს.
წყარო. bm.ge
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
