ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 10:48, 20 იანვარი 2026
ეპიცენტრი / მსოფლიო / პოლიტიკა

ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

ბულგარეთის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა. რუმენ რადევმა ოფიციალური განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს უნდა წარადგინოს.

ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი დასტურია რადევის გეგმების - შექმნას საკუთარი პარტია, რომელიც გაზაფხულზე დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

რადევი სკეპტიკურად არის განწყობილი ბულგარეთის ევროზონაში გაწევრიანების ბოლო ნაბიჯების მიმართ და უკრაინაში ომზე მისი განცხადებები ხშირად რუსეთის ინტერესებს ემთხვევა.

წყარო: rustavi 2

ახალი ამბები