admin
თარიღი: 11:58, 27 ოქტომბერი 2025
პოლიტიკა / მსოფლიო

ხავიერ მილეიმ არგენტინის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

ხავიერ მილეიმ არგენტინის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

არგენტინის ლიბერტარიანელმა პრეზიდენტის, ხავიერ მილეის პარტია “La Libertad Avanza”-მ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მისმა პარტიამ ხმათა 40.8% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა “სამშობლოს ძალის” კოალიციამ, იგივე პერონისტებმა 31.7% მიიღეს. მართალია, არსებული შედეგი მილეის საპარლამენტო უმრავლესობის ერთპიროვნულად ჩამოყალიბების საშუალებას არ მისცემს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში მის პოზიციას გაამყარებს და ლიბერტარიანელ პრეზიდენტს სასურველი პოლიტიკის გატარებას გაუმარტივებს.

ამერიდან, პერონისტებს, იგივე “სამშობლოს ძალის” კოალიციას მილეის კანონ-პროექტების დაბლოკვის საშუალება არ ექნება. პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პარტიები კი მილეისთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. 26 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო დონეზე რეფერენდუმადაც განიხილებოდა. შეგახსენებთ, ლიბერტარიანელი პრეზიდენტი მოსახლეობამ დიდი მხარდაჭერით 2 წლის წინ აირჩია, თუმცა მილეის საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებას პარლამენტში ოპოზიციის სიძლიერე უშლიდა ხელს.

ანალიტიკოსების შეფასებით, მოსახლეობამ დაინახა, რომ მილეის დაპირებების ნაწილობრივ შეუსრულებლობა და კვლავ გამოუსწორებელი არაერთი პრობლემა არა მილეის, არამედ ოპოზიციის ხელის შემშლელი ქმედებების ბრალი იყო, შესაბამისად, ლიბერტარიანელ პრეზიდენტს მეტი მანდატი მიანიჭა, რათა მან საკუთარი გეგმები სრულად განახორციელოს და თავისუფალი ბაზრის განვითარებისთვის საჭირო რეფორმები სრულყოფილად გაატაროს.

წყარო: bm.ge