admin
თარიღი: 09:06, 17 ოქტომბერი 2025
საზოგადოება / პოლიტიკა / მსოფლიო / ტექნოლოგიები / ეპიცენტრი

შეუძლია თუ არა მაკრონს საფრანგეთში სოციალური ქსელების აკრძალვა?

შეუძლია თუ არა მაკრონს საფრანგეთში სოციალური ქსელების აკრძალვა?

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გეგმავს წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად ევროკავშირში სოციალური ქსელების გამოყენება 15 წლამდე ბავშვებისთვის აიკრძალება. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ივნისში გახდა. პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდებში მომძლავრებული აგრესია და ძალადობის სურვილი, დიდწილად, სწორედ სოციალურ ქსელებს უკავშირდება, მაგრამ სოციალური ქსელები არაფერს აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების ასაკის შემოწმებისთვის საჭირო ხელსაწყოები აქვთ. მაკრონის ეს ინიციატივა საფრანგეთის აღმოსავლეთში, ქალაქ ნოჟანში მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება, როცა სკოლის მოსწავლემ ჩანთის რუტინული შემოწმებისას მასზე გაცილებით უფროსი ასაკის სკოლის თანამშრომელს დანით რამდენიმეჯერ დაარტყა და მოკლა.

თუ ეს რეგულაცია ევროკავშირის მასშტაბით ვერ გავრცელდა, რაც ემანუელ მაკრონის პირველი არჩევანია, საფრანგეთი საკანონმდებლო ცვლილებას დამოუკიდებლად მაინც მიიღებს. ერთი კვირის წინ, ამ თემაზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ევროპულმა კომისიამ, რომელმაც “ციფრული სერვისების აქტის” ახალი წესდება გამოსცა, რომლის თანახმად არასრულწლოვნებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დამოუკიდებლად შეუძლიათ. საფრანგეთი, ისევე, როგორც დანია და ესპანეთი ოფიციალური ბრიუსელისგან აქტივობას დიდი ხანია, ითხოვენ.

საფრანგეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არასრულწლოვანებზე სოციალური ქსელების მავნე ზეგავლენის შემცირება სურს. 2023 წელს ავსტრალიამ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და 16 წლამდე ადამიანებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა. თუმცა როგორც პრაქტიკა აჩვენებს, რეგულაციის აღსრულება, ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ინტერნეტი, თავისი ბუნებით, მეტად დეცენტრალიზებული ქსელია, ხოლო მომხმარებლებს აკრძალვებისგან თავის დაღწევა VPN-ების საშუალებით შეუძლიათ, რომელთა გამოყენება დღეს ისეთივე მარტივია, როგორც თავად ინტერნეტის.

წყარო: bm.ge