ანა გულედანი
თარიღი: 21:48, 14 იანვარი 2026
ეპიცენტრი / სოციალური თემა / მსოფლიო / პოლიტიკა / ეკონომიკა / კონფლიქტები

აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას უვადოდ აჩერებს

აშშ 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას უვადოდ აჩერებს

Fox News-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, ირანის, ბრაზილიისა და სომალის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს.

გადაწყვეტილება ძალაში 21 იანვარს შევა და განუსაზღვრელი ვადით დარჩება ძალაში, სანამ დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცესს "ხელახლა არ შეაფასებს".

Fox News-ის წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს გადაწყვეტილება "განმცხადებლებთან საბრძოლველად" მიიღო, რომლებიც, ოფიციალური პირების თქმით, "შეიძლება სახელმწიფოსთვის ტვირთად იქცნენ“.

Fox News-ის ცნობით, 2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს საკონსულოებს გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც დიპლომატებს ვიზის განმცხადებლების შემოწმების ახალი წესების დანერგვა დაავალა. არხის ცნობით, ეს იმიგრაციის შესახებ კანონის ე.წ. სოციალური ტვირთის დებულებას ეხება.

ახალი ამბები