IV კვარტალში ტურიზმიდან საქართველომ $1.05 მლრდ მიიღო
2025 წლის IV კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,05 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 9.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ჯამურად, გასულ წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 4,69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის IV კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 14%-ით განისაზღვრა და 145.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა - ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.6%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან და აზერბაიჯანიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 37% და 31.6%-იანი წლიური ზრდის ტემპებით.
კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები, 2025 წლის IV კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 24%-ით შემცირდა. 2025 წელს ჯამში რუსეთიდან ტურიზმის შემოსავლები 18%-ით შემცირდა.
ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყნების ჭრილში (2025 წლის IV კვარტალში):
- ისრაელი 156.1 (მილიონი $)
- თურქეთი 151.7 (მილიონი $)
- ევროკავშირი 145.2 (მილიონი $)
- რუსეთი 133.7 (მილიონი $)
- აზერბაიჯანი 54.3 (მილიონი $)
- უკრაინა 43.2 (მილიონი $)
- სომხეთი 42.2 (მილიონი $)
- ირანი 24.8 (მილიონი $)
- ბელარუსი 17.0 (მილიონი $)
- საუდის არაბეთი 16.6 (მილიონი $)
- დანარჩენი ქვეყნები 267.5 (მილიონი $)
წყარო: bm.ge
