ანა გულედანი
თარიღი: 17:25, 15 იანვარი 2026
საზოგადოება / სოციალური თემა / ეკონომიკა

დეკემბერში ფულადი გზავნილების სახით $337,9 მლნ გადმოირიცხა - TOP-10 ქვეყანა

დეკემბერში ფულადი გზავნილების სახით $337,9 მლნ გადმოირიცხა - TOP-10 ქვეყანა

2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით 337,9 მლნ დოლარი (912.1 მლნ ლარი) გადმოირიცხა. წლიური ზრდა 18.4% ანუ 52.6 მლნ დოლარია.

სების მიერ გამოქვეყნებული ფულადი გზავნილების სტატისტიკის მიხედვით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა. გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით ქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილებს აშშ, იტალია და რუსეთი იკავებენ. ამასთან, 29 ქვეყნიდან მხოლოდ დეკემბერში გადმორიცხვები შემცირდა ირლანდიიდან, ყირგიზეთიდან, აზერბაიჯანიდან, კანადიდან და სომხეთიდან.

დეკემბერში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით, ქვეყნების TOP-10-ეული ასეთია:

  1. აშშ - $63.7 მლნ, წილი - 18.8%, ზრდა - 15.1%;
  2. იტალია - $58.6 მლნ, წილი - 17.3%, ზრდა - 15.2%;
  3. რუსეთი - $43.4 მლნ, წილი - 12.8%, ზრდა - 39.1%;
  4. გერმანია - $30.2 მლნ, წილი - 8.8%; ზრდა - 27.9%;
  5. საბერძნეთი -$27.5 მლნ, წილი - 8.1%; ზრდა - 15.3%;
  6. ისრაელი - $26.9 მლნ, წილი - 7.9%, ზრდა - 15.7%;
  7. თურქეთი - $11.6 მლნ, წილი - 3.4%, ზრდა - 27.9%;
  8. ესპანეთი - $8.9 მლნ, წილი - 2.6%, ზრდა - 36.7%;
  9. ყაზახეთი - $7.6 მლნ, წილი - 2.2%, ზრდა - 3.4%;
  10. საფრანგეთი - $6.6 მლნ, წილი - 2%, ზრდა - 24.9%;

ევროკავშირის ქვეყნებიდან დეკემბერში ჯამურად 152.6 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც 2024 წლის გასული წლის დეკემბერთან შედარებით 18.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5%-ით მეტია.

წყარო: bm.ge

ახალი ამბები