ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 16:33, 20 იანვარი 2026
ეკონომიკა / მსოფლიო / საზოგადოება / ეპიცენტრი

ოქროს ფასი ისევ რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი ისევ რეკორდულად გაიზარდა

ძვირფასი მეტალების ბაზარზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ისევ გრძელდება - ოქროს ფასი ერთ თვეში 6.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ღირებულებამ ამჯერად 4,740 დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ შედეგს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო 73%-ით არის გაძვირებული, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 3.5%-ს აღწევს.

აღმასვლის რეკორდული დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში 38%-ით არის გაძვირებული და კილოგრამის ფასი რეკორდულ 2,850 დოლარს აღწევს. თუკი ერთწლიან პერიოდს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ვერცხლის ფასი 210%-ით არის გაზრდილი და ის ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზე იმყოფება.

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურება, ვენესუელაში არსებული ვითარება, აშშ-ევროკავშირს შორის არსებული დაძაბულობა და ირანში რეჟიმის დამხობის რისკი ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის გაძვირებას იწვევს.

წყარო: bm.ge

ახალი ამბები