admin
თარიღი: 14:46, 28 ოქტომბერი 2025
მსოფლიო / ეკონომიკა / ტექნოლოგიები / ეპიცენტრი

Microsoft-სა და OpenAI-ის შორის ისტორიული შეთანხმება შედგა – რას მოიცავს?

Microsoft-სა და OpenAI-ის შორის ისტორიული შეთანხმება შედგა – რას მოიცავს?

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Microsoft-სა და მსოფლიოს უმსხვილეს სტარტაპ OpenAI-ის შორის ისტორიული მნიშვნელობის შეთანხმება შედგა. გარიგების შედეგად, Microsoft-ის მფლობელობაში OpenAI-ის 27%-იანი წილი გადავიდა, რომელიც ამჟამად $135 მილიარდად არის შეფასებული.

სანაცვლოდ, OpenAI მიიღებს იმის უფლებას, რომ საზოგადოებრივი სარგებლის მიღებაზე ორიენტირებულ კომპანიად (PBC) იქცეს, ანუ მიიღოს მოგება და თან იმუშაოს ისეთ პროექტებზე, რომელთა მიზანი საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესება და ინვესტორთათვის არაფინანსური სარგებლის გენერირებაა, რაც AGI-ის, ანუ ზოგად ხელოვნურ ინტელექტს ნიშნავს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მომდევნო წლებში OpenAI აიღებს ვალდებულებას, რომ Microsoft-ისგან $250 მილიარდის Azure Cloud-ის სერვისები შეიძინოს, რაც ChatGPT-ის გამოკვებას მოხმარდება.

გავრცელებული სიახლე ინვესტორებმა იმდენად პოზიტიურად მიიღეს, რომ Microsoft-ის შეფასება 3%-ით გაიზარდა და მან ახალ ისტორიულ რეკორდს, $4 ტრილიონს მიაღწია.

წყარო: bm.ge