ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 20:20, 12 იანვარი 2026
ეკონომიკა / მეცნიერება / ტექნოლოგიები

SpaceX-მა საფონდო ბირჟაზე IPO გადაწყვიტა

SpaceX-მა საფონდო ბირჟაზე IPO გადაწყვიტა

2026 წლის ბოლოსთვის კოსმოსური ინდუსტრიის ლიდერი – SpaceX საფონდო ბირჟაზე დებიუტს გეგმავს.

შეფასებასთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობებია, თუმცა IPO-ს მოლოდინი $560 მილიარდიდან $1 ტრილიონის ფარგლებშია, რაც მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილ კერძო საინვესტიციო რაუნდებზე და სტარტაპის ფინანსურ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

როგორც ცნობილია, IPO-ს შედეგად კომპანია დამატებით $25 მილიარდის კაპიტალის მოზიდვას გეგმავს, რაც საბაზისო მინიმუმია.

თუკი ილონ მასკის სტარტაპი მართლაც შეძლებს 2026 წელს IPO-ზე გასვლას, სავარაუდოდ, მისი ქონების შეფასება დრამატულად გაიზრდება, რადგან SpaceX ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ თარიღს სტარტაპი არ ასახელებს და თუ 2026 წელს მსოფლიოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება, მაშინ SpaceX-ის საჯარო დებიუტი გადაიდება.

წყარო: ბიზნეს მედია

ახალი ამბები