ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 20:56, 19 იანვარი 2026
მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები

დონალდ ტრამპი - ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე

დონალდ ტრამპი - ევროპამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინაზე და არა გრენლანდიაზე

ევროპამ ყურადღება უკრაინაზე უნდა გაამახვილოს და არა გრენლანდიაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.

"ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ხედავთ, რა შედეგი მოჰყვა ამას. სწორედ ამაზე უნდა გაამახვილოს ევროპამ ყურადღება და არა გრენლანდიაზე," - აღნიშნა ტრამპმა.

წყარო: rustavi 2

ახალი ამბები