ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 11:50, 20 იანვარი 2026
სოციალური თემა / მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები

დანიამ გრელანდიაზე სამხედროები და არმიის შტაბის უფროსი გაგზავნა

დანიამ გრელანდიაზე სამხედროები და არმიის შტაბის უფროსი გაგზავნა

ვაშინგტონთან გრენლანდიის საკითხზე არსებული დაძაბულობის ფონზე, დანიამ კუნძულზე სამხედროები და არმიის შტაბის უფროსი გაგზავნა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სულ გრენლანდიის დასავლეთით მდებარე ქალაქ კანგერ-ლუსუაკის აეროპორტში 58 ჯარისკაცი გადაისროლეს. ისინი კუნძულზე დისლოცირებულ 60-მდე სამხედროს შეუერთდებიან.

გრენლანდიის საკითხზე მორიგი განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ ყურადღება უკრაინაზე უნდა გაამახვილოს და არა გრენლანდიაზე. ტრამპის განმარტებით, თუ გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, ის ევროპის ქვეყნებს 100%-იან სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს.

ახალი ამბები