ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 10:14, 14 იანვარი 2026
სპორტი

პარი სენ-ჟერმენი დინამო არენაზე - შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ

პარი სენ-ჟერმენი დინამო არენაზე - შანსი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ

უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში თბილისის დინამო საკუთარ მოედანზე დინამო მინსკთან დამარცხდა. დაპირისპირება ორი მატჩის ჯამში 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი სტუმრებმა გაიმარჯვეს.

ჩვენმა გუნდმა პირველ მატჩში მოპოვებული 2-ბურთიანი სხვაობა გაანიავა და ისტორიული შანსი, ქართული გუნდი მოხვედრილიყო ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში, ხელიდან გაუშვა.

გუშინ ნიონში ჩატარდა წილისყრა, სადაც გაირკვა, რომ დინამო მინსკის მეტოქე ერთმატჩიან დაპირისპირებაში პარი სენ-ჟერმენი იქნება. მასპინძლები კი თავად მინსკელები იქნებიან.

ანუ, დინამო თბილისს, რომ ეს ბარიერი დაეძლია, პარიზული გრანდის ახალგაზრდულ გუნდს თბილისში ვიხილავდით.

წყარო: footballnews.ge

ახალი ამბები