სპორტი
ცნობილია - ხვიჩას "პსჟ"-ს მეტოქე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში
ცნობილი გახდა ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასის მეორე ფინალისტი.
ყატარში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიისა და კოპა ლიბერტადორესის ახალმა ჩემპიონმა „ფლამენგომ“ აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ეგვიპტის „პირამიდსი“ 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რო 17 დეკემბერს ფინალში „ფლამენგო“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება, რომელიც თავისუფალი იყო წინასწარი მატჩებისგან.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ საკონტინენტთაშორისო თასი 2023 წელს აღადგინა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეორგანიზაციის შემდეგ.
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
