საზონოვის დიდი უარი რუსეთს - საბამ არჩევანი მტკიცედ გააკეთა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტორინოს მცველი საბა საზონოვი უიღბლო პერიოდის დასრულების მოლოდინშია.
23 წლის ფეხბურთელს ტურინულ კლუბში თამაშის საშუალება არ ეძლევა და იმედოვნებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მსურველი გამოუჩნდება, წერენ footballnews.ge-ის ჟურნალისტები.
როგორც ჩანს, საბას, რომელსაც დედა ქართველი ჰყავს, რუსეთში აქამდე ვერ პატიობენ იმას, რომ თავის დროზე არჩევანი საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშზე გააკეთა.
რუსულმა სპორტულმა საიტმა Sport24-მა ახლახან სტატია გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა: “უარი თქვა რუსეთის სახელით თამაშზე და წავიდა, ახლა კი ახალი გუნდის პოვნას ვერ ახერხებს: სად არის ამჟამად რუსეთის პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე საზონოვი”.
აქვე გეტყვით, რომ გავრცელებული ცნობებით, დიდი შანსია, იანვარში საზონოვმა გუნდმა შეიცვალოს.
