მეცნიერებმა გადაიღეს, როგორ ატყუებს ჭიანჭველებს პარაზიტი, რომ საკუთარი დედა ჭიანჭველა მოკლან
ცნობილია, რომ ცხოველები ზოგჯერ თავიანთ ნაშიერებს კლავენ, მაგრამ ძალიან ცოტაა ცხოველი, რომელიც საკუთარ დედას მოკლავს. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ჭიანჭველები მოტყუებით კლავენ თავიანთ დედა ჭიანჭველას. ეს ფაქტი მეცნიერებმა ახლახან გადაიღეს.
ეს აჯანყება ორგანიზებულია გარედან მოსული ჭიანჭველას მიერ — Lasius orientalis ან L. umbratus სახეობის პარაზიტი დედა ჭიანჭველას, რომელიც ფარულად იპარება L. flavus-ის ან L. japonicus-ის ჭიანჭველების კოლონიაში და ქაოსს აწყობს.
„ჭიანჭველები სუნების სამყაროში ცხოვრობენ. ბუდეში შეღწევამდე, პარაზიტი დედა ჭიანჭველა საკუთარ სხეულზე კოლონიის სუნს იღებს გარეთ მოსიარულე მუშა ჭიანჭველებისგან და შესაბამისად, ის მტრად აღარ აღიქმება“, — ამბობს იაპონიის კიუშუს უნივერსიტეტის კეიზო ტაკასუკა.
როგორც კი კოლონიაში აღმოჩნდება, პარაზიტი დედა თავს ესხმის ადგილობრივ დედა ჭიანჭველას — აციდოპორის სახელით ცნობილი ხვრელიდან ზედიზედ ასხურებს სითხეს. პარაზიტის გვარსა და სითხის გამოყენების მეთოდზე დაყრდნობით, ტაკასუკა და მისი ჯგუფი ეჭვობს, რომ ეს სითხე ჭიანჭველმჟავაა.
პარაზიტი სწრაფად, მაგრამ დროებით გარბის დანაშაულის სცენიდან იმ შემთხვევაში, თუ მასზე ჭიანჭველმჟავას კვალი დარჩება.
„პარაზიტმა დედა ჭიანჭველამ იცის, რომ ჭიანჭველმჟავას სუნი ძლიერ სახიფათოა, რადგან თუ მასპინძელი მუშა ჭიანჭველები ამ სუნს შეამჩნევენ, ისინი მასაც მაშინვე თავს დაესხმებიან“, — აღნიშნავს ტაკასუკა.
პარაზიტი ასეთ ქცევას იმდენჯერ გაიმეორებს, რამდენიც საჭიროა, იქამდე, ვიდრე მასპინძელი დედა ჭიანჭველა არ მოკვდება. მას შემდეგ, რაც მას კონკურენტი აღარ ჰყავს და ძალაუფლება ხელში აქვს, იწყებს კვერცხების დებას და კოლონიის მეფობას იწყებს. საოცარია, მაგრამ მუშა ჭიანჭველები ახალ რეჟიმს თანხმდებიან და ზრუნავენ პარაზიტის კვერცხებსა და ახალ მატრიარქზე.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ სასიკვდილო ინტრიგისა, რომელიც რეგულარულად ვითარდება ჩვენს გარშემო, მწერების სამყაროში.
წყარო: 1tv
