NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ასტრონავტების ევაკუაცია განახორციელა
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ისტორიაში პირველი სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც სადგური დედამიწის ორბიტაზე 1998 წელს გაუშვეს. ოთხმა ასტრონავტმა სადგური განსაზღვრულ ვადაზე ერთი თვით ადრე დატოვა.
ასტრონავტები, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც Crew 11 (ეკიპაჟი 11), კალიფორნიის სანაპიროსთან ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით გამთენიისას დაეშვებიან. ასტრონავტები - მაიკ ფინკი და ზენა კარდმანი, იაპონელი კიმია იუი და კოსმონავტი ოლეგ პლატონოვი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 1 აგვისტოს ჩავიდნენ. მათი 6,5-თვიანი მისია თებერვალში უნდა დასრულებულიყო.
NASA-ს განცხადებით, მათი მისია ნაადრევად ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა. სააგენტოს არ გაუმჟღავნებია დეტალები იმის შესახებ, თუ რომელ ასტრონავტზეა საუბარი ან რა ტიპის სამედიცინო პრობლემა შეიქმნა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კონტროლი რუს კოსმონავტს, სერგეი კუდ-სვერჩკოვს და ეკიპაჟის კიდევ ორ წევრს გადაეცა.
წყარო: imedinews
