რუსული ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შესაძლოა 2 თვით გახანგრძლივდეს
რუსული ბენზინის ექსპორტის აკრძალვა შესაძლოა 2 თვით - 2026 წლის თებერვლამდე გახანგრძლივდეს. ინფორმაციას რუსული „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული მდგომარეობით, რუსეთიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვა ბაზრის ყველა მონაწილისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე მოქმედებს. გარდა ამისა, არამწარმოებელი კომპანიების უცხო ქვეყნებისთვის დიზელის მიწოდებაზეც შეზღუდვები მოქმედებს.
რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია და მასზე მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, დაახლოებით 37.9% მოდის. კერძოდ, საქართველომ რუსეთიდან 10 თვეში 416 მლნ აშშ დოლარის 597 361 ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განახორციელა, რაც წლიურად 4.7% შემცირებული მაჩვენებელია.
წელს საქართველომ 10 თვეში 1 მილიარდ 98 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი შეიძინა.
