ანა გულედანი
თარიღი: 16:16, 27 დეკემბერი 2025
საზოგადოება / სოციალური თემა / პოლიტიკა / კრიმინალი

ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო. სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავა. ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

განაგრძე კითხვა
ახალი ამბები