საზოგადოება / პოლიტიკა / კრიმინალი / სოციალური თემა
ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
1.3 კგ მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობისთვის პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა
შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
რომელ სახლებსა თუ ბინებს ანიჭებენ უპირატესობას ზოდიაქოს ნიშნები
წვევამდელი დამატებით სამედიცინო გამოკვლევებზე უარის შემთხვევაში ₾1000-ით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“
