პოლიტიკა / სოციალური თემა
ნინო წილოსანი მარტა კოსის განცხადებაზე: "ის ემსახურება კონკრეტულ მიზანს, რომ ქართული ოცნება დააზიანოს"
ის ემსახურება კონკრეტულ მიზანს, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს რამენაირად დააზიანოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა, კოსის განცხადებას.
მისი თქმით, მარტა კოსი, ისევე, როგორც ევრობიუროკრატების დიდი ნაწილი ცდილობს მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკას, რომელსაც თავად აწარმოებენ გლობალური ომის სახით.
„ყველა მის მიერ გაკეთებული განცხადება, რა თქმა უნდა, მიემართება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან, რომ მარტა კოსის და სხვათა ინტერესებში მყოფი პოლიტიკა არ გაატარა „ქართულმა ოცნებამ“, რითაც ჩაუვარდათ ნაცარში კოვზი იმ გლობალური ომის პოლიტიკის წარმართვაში, რომელსაც ასე ნათლად ვხედავთ, რომ ისინი აწარმოებენ უკრაინაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ევრობიუროკრატიამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია თავად შეაჩერა, ახლა კი ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. გაკეთებული განცხადებების ერთ-ერთი ავტორი მარტა კოსია, რომელმაც რამდენიმე კვირის წინაც გაიმეორა, რომ შეჩერება მოხდა მათი ავტორობით დღეს კი საკუთარ გზავნილს ეწინააღმდეგება.
წუარო: imedinews
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
როგორი კოლეგები არიან ზოდიაქოს ნიშნები და როგორ გამოვნახოთ მათთან საერთო ენა
რუსეთის დაზვერვა: საფრანგეთი უკრაინაში განლაგებისთვის 2 000 ჯარისკაცს ამზადებს
კალაძე: არაბული ინვესტიციაში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია, შემოსავლები ბიუჯეტში წავა
„44 წლის ასაკში ყველას დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ...“ - ადრიანა ლიმას მზადება Victoria Secret-ის შოუსთვის
