შოუბიზნესი / კულტურა / კრიმინალი
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. ინფორმაცია NEWS.On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
