მეტროში დაწყებული სამოდელო კარიერა — ვინ არის ბავიტა მანდავა
ბავიტა მანდავა 25 წლის ინდოელი მოდელია, რომლის ცხოვრებაც 2025 წელს თავდაყირა დადგა. ბავიტამ ინდოეთში არქიტექტურის მიმართულებით ბაკალავრი დაამთავრა, მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად კი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად.
ბავიტა წლის დასაწყისში, 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ნიუ-იორკის მეტროში სამოდელო აგენტმა უამრავ ადამიანს შორის შეამჩნია. აგენტმა მისი ფოტოები მოდის სახლ Bottega Veneta-ს კრეატიულ დირექტორს, მეთიუ ბლაზს, გაუგზავნა. ასე შეირჩა ბავიტა მანდავა Bottega Veneta-ს ჩვენებაზე გამოსასვლელად. ამას მალევე ბრენდის სარეკლამო კამპანიაში ბავიტას მონაწილეობაც მოჰყვა.

მოგვიანებით, მეთიუ ბლაზი Chanel-ის კრეატიული დირექტორი გახდა და ბავიტაც თან წაიყვანა. მანდავამ მონაწილეობა მიიღო 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის შოუში. 2 დეკემბერს კი მოდელმა ბლაზის მიერ მოწყობილი 2026 წლის Métiers d’art შოუ გახსნა. სიმბოლურია, რომ ეს შოუ სწორედ იქ ჩატარდა, სადაც მანდავას სამოდელო კარიერა დაიწყო — ნიუ-იორკის მეტროს სადგურში.
2 დეკემბერს ბავიტა მანდავა გახდა პირველი ინდოელი მოდელი, რომელმაც Chanel-ის შოუ გახსნა.
