რას მოიცავს BBC-სა და Youtube-ს შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება?
ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, BBC-მ და წამყვანმა ამერიკულმა ვიდეო პლატფორმა Youtube-მა პარტნიორობის ახალი შეთანხმება გააფორმეს.
როგორც Financial Times-ი იუწყება, გაერთიანებული სამეფოს პირველი არხი Youtube-ისთვის ექსკლუზიური მასალების, მათ შორის, დოკუმენტური ფილმებისა და მცირე ზომის სიუჟეტების დამზადებას დაიწყებს, რითაც არამარტო ახალგაზრდა აუდიტორიის მოზიდვას, არამედ შემოსავლების მიღების გაზრდას გეგმავს. BBC Youtube-ზე უკვე წლებია აქტიურადაა წარმოდგენილი, თუმცა სახელმწიფო მარეგულირებლის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მასალების მონეტიზებას ვერ ახერხებს და ვერც კერძო შეკვეთებს იღებს.
Youtube-ისთვის ექსკლუზიური მასალების გადაღებით BBC-ს მარეგულირებლის შეზღუდვებისაგან თავის არიდებით დამატებითი შემოსავლების გენერირება შეეძლება. ამასთან, მოახერხებს Youtube-ის მაყურებლის ინტერესებზე გათვლილი მეტი ვიდეოს შექმნას.
ცნობისთვის, ამჟამად BBC-ს შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ქვეყნის მასშტაბით არსებული გამოწერის სერვისი ითვლება. უფრო ზუსტად, ყველა ოჯახი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყურება სურს, გადასახადის გადახდა უწევს. ანალიტიკოსების შეფასებით, BBC-ს გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო წლებში არხის მიმართ ყურებადობის შემცირება, გამოწერების გაუქმება და კონკურენციის მკვეთრი გაზრდაა. ამასთან, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრობლემურ საკითხად რჩება ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეტანილი სარჩელი, რომლის წაგების შემთხვევაშიც არხს $10 მილიარდის გადახდა მოუწევს.
წყარო: bm.ge
