ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 16:24, 17 იანვარი 2026
სპორტი

"იცით რა ვთქვი, სანამ კვარას გაყიდდნენ?" - ანტონიო კონტემ ყველაფერს ნათელი მოფინა

"იცით რა ვთქვი, სანამ კვარას გაყიდდნენ?" - ანტონიო კონტემ ყველაფერს ნათელი მოფინა

ნაპოლის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს ჟურნალისტებმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმების შესახებ ჰკითხეს.

იტალიელმა სპეციალისტმა წინა წელი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა:

"იანვრის ბაზარი? ამ თემებს აღარ ვეხები. გასულ წელს ვთქვი - "მოდით, ზიანი არ მოვიტანოთ-მეთქი“ და კვარაცხელია გაუშვეს, ასე რომ, მგონი უიღბლობა მომაქვს.


ვისი საქმეც არის, მან მიხედოს ტრანსფერებს, ჩემი აზრი იციან. სიტუაცია ყველასთვის ნათელია - მე მწვრთნელი ვარ და მაქსიმუმი უნდა გამოვწურო იმ რესურსიდან, რაც მაქვს", - ციტირებს კონტეს სიტყვებს ცნობილი ქართული სპორტული პორტალი isport.ge.

ახალი ამბები