საზოგადოება / კრიმინალი
შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს
შუახევში კაცი ნაჯახით დაჭრეს - ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.
გამოცემა Ajara Times ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კონფლიქტი ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო. მათივე ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას ეუბნებიან, რომ გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობითვე, დადგენილია დანაშაულის სავარაუდო ჩამდენის ვინაობა, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
წყარო: tabula.ge
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
შსს: თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
პოლიციამ აჭარაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
WSJ: გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ საქმეზე ეჭვმიტანილების დაკავების ორდერი გასცა
ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდების ChatGPT-სადმი მიმართვიანობა იზრდება - სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ
