ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 19:55, 15 იანვარი 2026
მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები

"პუტინი მზად არის გარიგებისთვის, უკრაინა კი ვითარებას აფერხებს", - ტრამპი

"პუტინი მზად არის გარიგებისთვის, უკრაინა კი ვითარებას აფერხებს", - ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას არა რუსეთი, არამედ უკრაინა აფერხებს.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას ავლენს, მაშინ როდესაც უკრაინის პოზიცია ნაკლებად კონსტრუქციულია.

„ვფიქრობ, პუტინი მზად არის გარიგებისთვის, უკრაინა კი შეთანხმებას აფერხებს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ინტერვიუს განმავლობაში ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, რატომ ვერ ხერხდება ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სახმელეთო კონფლიქტის დასრულება, რაზეც ტრამპმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა – „ზელენსკი“.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა მიზეზების გამო მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს აფერხებს.

ამავე ინტერვიუში დონალდ ტრამპს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას მომავალ კვირას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დავოსში. ტრამპის პასუხი მოკლე იყო: „შევხვდები, თუ იქ იქნება. მე იქ ვიქნები“.

წყარო: bm.ge

ახალი ამბები