საზოგადოება / სოციალური თემა / ტექნოლოგიები
რას ეძებდნენ Google-ში ყველაზე ხშირად საქართველოდან 2025 წელს?
2025 წელს საქართველოში ყველაზე ხშირად ამინდის შესახებ ინფორმაციას ეძებდნენ.
Google Trends-ის მონაცემების თანახმად, ტოპ ძიებებს შორის მოსალოდნელ ამინდზე ინფორმაცია პირველ ადგილზეა. წლის განმავლობაში, საქართველოში ასევე ხშირად ფიქსირდებოდა თარგმნისთვის დამხმარე საშუალების მოძიების შემთხვევები.
მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში ინფორმაციას ძირითადად 3 ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად იძიებდნენ.
მიმდინარე წლის ტოპ საძიებო თემების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ამინდი;
- თარგმნა;
- საქართველო;
- თბილისი;
- ფილმები;
- youtube;
- google;
- ქართული ლარი;
- ბათუმი;
- დიდი ბრიტანეთის ლარი.
თუ სიტყვების მიხედვით, უფრო კონკრეტულ ძიებებზე ვიმსჯელებთ, Google Trends-ის მონაცემების თანახმად, ესენი იყო:
- ამინდი;
- translate;
- youtube;
- google;
- погода;
- translate google;
- georgia;
- facebook;
- adjarabet;
- crystalbet.
წყარო: commersant
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
ბოლო 30 წელიწადში მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 80%-ით გაიზარდა – რას უკავშირებენ მკვლევრები ადრეული კიბოს ზრდას
როგორ მიიღეს Google-ის ინვესტორებმა ChatGPT Atlas-ის გამოსვლის სიახლე?
1.3 კგ მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობისთვის პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა
მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 63 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
