ანა გულედანი
თარიღი: 01:05, 13 დეკემბერი 2025
საზოგადოება / სოციალური თემა / კულტურა / შოუბიზნესი / მსოფლიო

Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა

Vogue -მა ქეით მიდლტონი 2025 წლის ყველაზე მოდურ ცნობილ ადამიანად აღიარა

ბრიტანულმა ჟურნალმა Vogue-მა 2025 წლის 50 ყველაზე ელეგანტური, ცნობილი ბრიტანელის სია შეადგინა. „მარადიული ინფლუენსერების“ კატეგორიაში გამოცემამ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პრინცესა ქეით მიდლტონი შეიყვანა. პრინცესასთან ერთად ეს ტიტული მოდელებს: ალექსა ჩანგს, ქეით მოსს, ნაომი კემპბელს, სიენა მილერს და ვიქტორია ბექჰემს მიენიჭა.

„ამ ქალების გარეშე ბრიტანულ სტილზე ნებისმიერი საუბარი არასრული იქნებოდა“, – ასე იწყებს თავის სტატიას გამოცემა. მართლაც, უელსის პრინცესას არა მხოლოდ მსოფლიო მოდის ხატად, არამედ პირველ რიგში, ინგლისური მოდის ეტალონად მიიჩნევენ. ის მხარს უჭერს ადგილობრივ დიზაინერებს და ადვილად შეუძლია წარმატება მოუტანოს ნებისმიერ ბრენდს, რომელიც მოეწონება.

ქეითს შეუძლია ნებისმიერი მასშტაბის ღონისძიებაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს. სამეფო მოვალეობების შესრულებისას ის უფრო ხშირად კლასიკურ კოსტუმებს ანიჭებს უპირატესობას, მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ელეგანტურ კაბებში ჩნდება, ხოლო ოფიციალური ზეიმების დროს ყოველთვის მდიდრულ საღამოს ლუქებში ბრწყინავს.

იხილეთ უელსის პრინცესას რამდენიმე ყველაზე ელეგანტური ლუქი 2025 წელს.

წყარო: okmagazine

ახალი ამბები