ანა გულედანი
თარიღი: 00:23, 24 ნოემბერი 2025
შოუბიზნესი / კულტურა

ქეთევან ქემოკლიძე ბონის ოპერაში მაყურებლის წინაშე პლასიდო დომინგოსთან ერთად წარსდგა

ქეთევან ქემოკლიძე ბონის ოპერაში მაყურებლის წინაშე პლასიდო დომინგოსთან ერთად წარსდგა

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომელიც არის ლეგენდარული ესპანელი არტისტის პლასიდო დომინგოს კონკურსის „ოპერალიის“ გამარჯვებული, წელს ქალაქ ბონის საოპერო თეატრში დიდ მაესტროსთან ერთად წარსდგა.

კონცერტზე „Nessun Dorma“ გენიალურმა მომღერალმა, პლასიდო დომინგომ ნაწარმოებები თავისი რეპერტუარიდან შეასრულა და როგორც ყოველთვის, თაყვანისმცემლებისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები დაიმსახურა.

კონცერტს მოჰყვა მსმენელთან შეხვედრა, სადაც მსმენელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა დიდი მაესტროს და ასევე კონცერტის შემსრულებლების მიმართ.

აღსანიშნავია, რომ კონცერტში მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი, ბარიტონი ალუდა თოდუა, რომლიც ასევე წარმატებით გამოდის საოპერო სცენებზე.


ახალი ამბები