ანა გულედანი
თარიღი: 15:57, 30 დეკემბერი 2025
საზოგადოება / პოლიტიკა / კრიმინალი

სასამართლო ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

სასამართლო ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. ბრალდების მხარე ფარცხალაძისთვის, დაუსწრებლად, წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ამავდროულად, ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნა ცხადდება.

ყოფილი მთავარი პროკურორი საგამოძიებო უწყებამ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზატორად გუშინ დაასახელა. უწყების განცხადებით, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისის ცენტრში, ბიზნესმენის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა.

შეგახსენებთ, უშუალოდ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს ყოფილ სპეცრაზმელს, გელა უძილაურს. საქმეში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე პირი.

წყარო: რუსთავი 2

ახალი ამბები