ანა გულედანი
თარიღი: 13:41, 11 იანვარი 2026
სოციალური თემა / მსოფლიო / კრიმინალი / კონფლიქტები

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა - Time

ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა - Time

თეირანში, ირანის უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებების შედეგად, სულ მცირე 217 მომიტინგე დაიღუპა - ამის შესახებ ადგილობრივმა ექიმმა ჟურნალ Time-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა.

ექიმის თქმით, ირანის დედაქალაქის ექვს საავადმყოფოში 217 მომიტინგე გარდაიცვალა. მათი უმეტესობა ტყვიით მიყენებული ჭრილობებისგან დაიღუპა

9 იანვარს ხელისუფლებამ საავადმყოფოებიდან ცხედრები გაიტანა - განუცხადა წყარომ გამოცემას.

როგორც Time-ი სტატიაში აღნიშნავს, ჟურნალისტებს ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმება არ შეეძლოთ.

ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRANA-ს ცნობით კი, 9 იანვრის მონაცემებით დაფიქსირებულია 65 გარდაცვალების ფაქტი, მათ შორის, 50 მომიტინგე და 15 უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელია. Hengaw-ს განცხადებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 2500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს.

წყარო: რუსთავი 2

ახალი ამბები