მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები
შვედეთის პრემიერ-მინისტრი: "დანიის წვრთნებისთვის შვედეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ოფიცერი გრენლანდიაში ჩავა"
შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ულფ კრისტერსონი:
"შვედეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ოფიცერი დღეს გრენლანდიაში ჩადის. ისინი წარმოადგენენ მოკავშირე ქვეყნისგან შემდგარ ჯგუფს. ერთობლივად ისინი მოემზადებიან დანიის წვრთნებისთვის — Operation Arctic Endurance — ფარგლებში დაგეგმილი მომდევნო ეტაპებისთვის. შვედეთი გრენლანდიაში სამხედრო ძალებს გზავნის დანიის მოთხოვნის საფუძველზე.“
როგორც ჩანს, დანიამ გრენლანდიის საკითხში დასახმარებლად, არქტიკულ პირობებში საბრძოლო მომზადებისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ ქვეყანას, შვედეთს მიმართა, რომელიც აგრეთვე ევროპის მასშტაბით გახლავთ ერთ-ერთ ერთი ყველაზე თვითკმარი ქვეყანა სამხედრო ინდუსტრიისა და შეიარაღებული ძალების სხვადასხვა გვარეობის ეროვნული წარმოების შეიარაღებით დაკომპლექტების მხრივ, რაც მთავარია არქტიკულ პირობებში
პარალელურად, ამ წუთებდი, დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვაშინგტონში იმყოფებიან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს ხვდებიან.
წყარო: World Military / ანალიტიკა
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
