უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურობ უმაღლესი რადას ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერი კორუფციაში დაადანაშაულა
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურობ უმაღლესი რადას ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერი კორუფციაში დაადანაშაულა. საუბარია ხმების მოსყიდვაზე. უკრაინული წყარო "Обозреватель" ამტკიცებს, რომ ეჭვმიტანილები არიან იულია ტიმოშენკო და დავიდ არახამია.
ნაბუ-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ტიმოშენკო არის ეჭვმიტანილი და შესაბამისი ჩანაწერებიც გამოაქვეყნეს.
ყველაფერი დაიწყო დეკემბრიდან, როდესაც რამდენიმე დეპუტატი გამოაშკარავეს იმაში, რომ კანონპროექტის ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს იღებდნენ. ამ დეპუტატებთან (სახელები არ საჯაროვდება) საუბრისას გაირკვა რომ უფრო მსხვილი პოლიტიკოსებიც იყვნენ სქემაში გარეული.
გამოძიების მიხედვით, ტიმოშენკო სისტემურ მექანიზმის შექმნას სთავაზობდა, რომელიც არაკანონიერ შემოსავლის მიღებას ითვალისწინებდა “ხმის მიცემის ლოიალურად მოქცევის” სანაცვლოდ.
საუბარია არა ერთჯერად შეთანხმებებზე, არამედ რეგულარულ თანამშრომლობაზე, რომელიც მიცავდა ჯერ ავანსის, შემდეგ უკვე დანარჩენი თანხის გადახდას.
უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული 5-დან 10 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
